2016-06-23 11:18:30, 949 ნახვა
სამართალი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ სასამართლოს საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ ქანჯი-ოღლის წინასწარი დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.
რაშიდ ქანჯი- ოღლის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ბრალი წარუდგინა.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, „მესაზღვრეებმა“ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან