|
2016-06-21 16:35:54, 925 ნახვა
სამართალი
16-18 ივნისს სამართალდამცველებმა სს დანაშაულისთვის 26, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 53 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათი ცნობით, 2016 წლის 16-18 ივნისს, საპოლიციო კონტროლის შედეგად, სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 182 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 61 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების 21 შემთხვევა, ასევე დაფიქსირდა საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის 1 ფაქტი. შსს-ს ინფპრმაციით, პოლიციამ ერთი ძებნილი პირიც დააკავა. „სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 182 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) - 61 ფაქტი; მკვლელობის მცდელობის (სსკ-ის 19 -109-ე მუხლი) - 1 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 21 ფაქტი; საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის (სსკ-ის 262-ე მუხლი) – 1 ფაქტი. პოლიციამ დააკავა 1 ძებნილი პირი. ასევე, გაიხსნა ადრე ჩადენილი ყაჩაღობის, ძარცვის მცდელობის და საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის თითო ფაქტი. დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1450 შემთხვევა, მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 49 ფაქტი; წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) - 17 ფაქტი; დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) - 32 ფაქტი; დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 16 ფაქტი. საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 6 ავტომატი, 4 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 2 საფანტის პისტოლეტი, 3 შაშხანა, 15 გადაჭრილი სანადირო თოფი, 1 სანადირო თოფი, 1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 4 ყუმბარმტყორცნი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ყუმბარმტყორცნის 36 ჭურვი, 2 ნაღმმტყორცნი, 14 ამფეთქი ფალია, 71 ხელყუმბარა, 6 კაფსულ-დეტონატორი, 4037 ვაზნა და 1,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი. ასევე, ამოღებულია: 19 აბი ფსიქორტოპული მედიკამენტი, 7 აბი „დიფენოქსილატი“, 109 ძირი კანაფი, 7 შეკვრა მარიხუანა, 2 შეკვრა ჰეროინი, 1 შეკვრა „სუბუტექსი“, 1 შეკვრა ოპიუმი, 49 აბი „ტრამადოლი“, 50 აბი „ფსევდოეფედრინი“, 1 შეკვრა ყაყაჩოს თესლი. საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 26, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 53 პირი დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)