13:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 15:45:33, 604 ნახვა

სამხედრო
„ალიანტე 2016“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრ „ბაზალეთზე“ მეცხრე საერთაშორისო კონკურსის „ალიანტე 2016“-ის ეროვნული ფინალის გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.

დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე, ადმინისტრაციის უფროსი არჩილ აბრამია, პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ღონისძიება კონკურსის მონაწილეების მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. მოწვეულმა სტუმრებმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს, კონკურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და „ალიანტე 2016“-ში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ორგანიზატორებმა ეროვნულ ფინალში გამარჯვებული 3 საუკეთესო გუნდის წარმომადგენლები დაასახელეს. ლევან გოგიტიძე, ილია დიდიძე, თეა მიქელაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ცოტნე გვასალია და ვალერიან ფოჩხუა სექტემბერში ჩეხეთში, ქალაქ ოსტრავაში დაგეგმილ ნატოს დღეებში მიიღებენ მონაწილეობას.

ეროვნულ ფინალში საქართველოს მასშტაბით 15-დან 19 წლამდე ასაკის 50 ახალგაზრდა მონაწილეობდა. მონაწილე გუნდები სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით სამი დღის განმავლობაში ერთმანეთს ფიზიკურ გამძლეობასა და სხვადასხვა სახის დაბრკოლების გადალახვაში ეჯიბრებოდნენ.

კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო“ მართავს. პროექტის მხარდამჭერები საქართველოს თავდაცვის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics