2016-06-20 12:59:01, 1088 ნახვა
სამართალი
ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს
ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, შეიარაღებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ვიტალი ჯოჯიშვილი დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ღრომში გადაიყვანეს, შემდეგ კი, ცხინვალის იზოლატორში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან