13:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 11:50:25, 652 ნახვა

სამხედრო
თბილისში რეგიონული მასშტაბის კურსი -„თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ მიმდინარეობს

სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ რეგიონული მასშტაბის კურსს - „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ მასპინძლობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის მაღალი და საშუალო რგოლის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

უწყების ინფორმაციით, პროგრამის მიზანი უსაფრთხოების სისტემის მმართველობის უზრუნველსაყოფად სტრუქტურისა და პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

კურსის მსვლელობისას უსაფრთხოების სექტორის მმართველობის პრინციპებსა და მეთოდებს, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. კურსი ხელს შეუწყობს სამინისტროებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე თანამშრომლობასა და კოორდინაციას.

პროგრამა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიისა და კრენფილდის უნივერსიტეტების ორგანიზებით საქართველოში მეექვსედ ხორციელდება. 
კურსი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics