20:57 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 16:48:05, 573 ნახვა

რეგიონი
ურეკის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის, ასევე კანალიზაციის  გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ორივე ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 78 მილიონ ლარზე მეტია.  სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოხდება  ურეკის წყალმომარაგებისა და  წყალარინების  სატუმბი სადგურების, რეზერვუარებისა და ქსელების მოწყობა, ასევე კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

„აღსანიშნავია, რომ ურეკში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა. პროექტის დასრულების შემდეგ, კი ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.  ხოლო,  კანალიზაციის   გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შედეგად, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics