17:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 15:11:33, 986 ნახვა

სამართალი
სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებისა და ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენის და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს.

შსს-ს ინფორმაციით, ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 2016 წლის 12 ივნისს, ბათუმის პორტში, სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის იატაკში მოწყობილ სპეცილურ სამალავში აღმოჩენილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 356 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, რაც, წინასწარი მონაცემებით, ჰეროინს შეიცავს. დადგინდა, რომ თითოეული შეკვრის წონა, დაახლოებით, 600 გრამს შეადგენს. სულ ამოღებულია 213 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილება გამოძიებას ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics