18:14 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 12:01:51, 983 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით, ხობში ერთი პირი დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული კობა პ. ქურდობის ბრალდებით, ხობში დააკავეს.

უწყების იფნორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში, თანამზრახველებთან ერთად, ფარულად შეაღწია ერთ-ერთი კერძო კომპანიის საწყობში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სატვირთო ავტომანქანას, რომელიც სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელებით იყო დატვირთული.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლისა და ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას, 2925 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ავტომანქანა ზუგდიდში მიტოვებული იპოვა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics