11:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 18:20:28, 561 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი ესტუმრა

თავდაცვის სამინისტროს  ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი  ესტუმრა. გაბორ იკლოდს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე,  პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე დაესწრო. საუბრის მთავარი თემა  ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სისტემაში საქართველოს ჩართულობა იყო.  

გაბორ იკლოდმა ქართულ მხარეს ევროკავშირის მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა  გადაუხადა, საქართველო  ღირსეულ, მნიშვნელოვან   პარტნიორად შეაფასა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კი, სხვა საკითხებთან ერთად, სტუმრებისგან გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე  გაამახვილა ყურადღება.

 „საქართველოს სურვილია, მაქსიმალურად აქტიურად იყოს წარმოდგენილი ევროპის ერთიან თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში.  მოგეხსენებათ,  საქართველოს სურს,  იყოს აქტიური წევრი მსოფლიო  უსაფრთხოების არქიტექტურისა. ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის, სწორედ, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა. ჩვენ ვმონაწილეობთ მრავალ მისიაში ამ ფორმატში,  მაგრამ, გვაქვს სურვილი და დღევანდელი შევეხდრაც ამ საკითხს ეძღვნებოდა, რომ გამოვიყენოთ ბევრი სხვა მექანიზმი, რომელსაც  ეს პოლიტიკა გვთავაზობს  ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად - ევროპის კავშირში გაწევრიანებისა და ევროპასთან დაახლოების  რეალიზაციისათვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე  სტუმრები  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებითა და მიმდინარე გამოძიებით დაინტერესდნენ, აღნიშნეს, რომ, ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოდ მოიქცა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე,  სირიაში მიმდინარე მოვლენების საქართველოზე გავლენისა და  მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ.

დღეს თავდაცვის სამინისტროს თანამონაწილეობით  ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP)  საორიენტაციო კურსი გაიხსნა, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი საჯარო პირები მონაწილეობენ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics