|
2016-06-02 14:59:19, 650 ნახვა
სამხედრო
ანა დოლიძე ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის კონფერენციას დაესწრო
სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დიდი ბრიტანეთის „თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის“ კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა ნატოს სამომავლო პერსპექტივებზე, ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაზე, ახალ გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და სირიაში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრეს. „დღეს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მაღალი დონის საგანმანათლებლო კურსის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ბრიტანეთი საქართველოს ძალიან აქტიური პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანაა. მსგავსი ტიპის შეხვედრები და თემები, რომლებზეც დღეს აქ ვისაუბრებთ, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა წარმოვადგინოთ საქართველოს პერსპექტივები თავდაცვის და უსაფრთხოების თემებზე და მოვისმინოთ მოსაზრებები იმ ლიდერებისგან თუ უმაღლესი დონის წარმომადგენლებისგან , რომლებიც ამ დელეგაციის შემადგენლობაში არიან“, - განაცხადა ანა დოლიძემ. დიდი ბრიტანეთის „თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის“ მსმენელები საქართველოში სასწავლო ტურის ფარგლებში იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)