|
2016-06-02 12:31:01, 920 ნახვა
სამართალი
პროკურატურა კორცხელის ეპიზოდზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს მოითხოვს
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, კორცხელის ეპიზოდთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ დღეს მიმართავს. შოთაძის განცხადებით, ბრალდებულებისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდებას მოითხოვს. "კორცხელის ეპიზოდთან დაკავშირებით, დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. 6 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. სავარაუდოდ დღეს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვს", - განაცხადა შოთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)