16:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 20:20:33, 630 ნახვა

სამხედრო
სენაკის სამხედრო ბაზაზე ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნდასით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სენაკის სამხედრო ბაზაზე ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ უმასპინძლა. თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ მომხსენებლები, როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. II ქვეით ბრიგადაში გამართულ კონფერენციას დასავლეთ საქართველოს თვითმმართველობის 40 წარმომადგენელი დაესწრო.

ღონისძიებაზე რეგიონში უსაფრთხოების, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობისა და სამშვიდობო მისიებში მიღებული გამოცდილების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე გამახვილდა.

სტუმრებს მოგვიანებით სენაკის სამხედრო ბაზა დაათვალიერებინეს და სამხედრო სადილით გაუმასპინძლდნენ.

თვითმმართველობების წარმომადგენელები (რწმუნებულების/გუბერნატორის, მერისა და გამგებლის მოადგილეების დონეზე) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 53-ე სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში პასუხისმგებელ პირებად დასახელდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე პირველი საინფორმაციო შეხვედრა 19 მაისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩატარდა, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების 35 წარმომადგენელი დაესწრო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics