09:22 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 14:02:20, 972 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მსჯავრდებულის წამებისთვის, შვიდ პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  მსჯავრდებულ  გიორგი მილაშვილის წამებაში ბრალდებული  შვიდი პირი  დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის  ,,ე“ ქვეპუნქტით.

"სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 1 იანვარს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულებმა ბექა გელხაურმა, გიორგი გულაბერიძემ, ლაშა ტვილდიანმა, საბა ჯინჭარაძემ, ლევან ლიპარიძემ, ლევან შეყლაშვილმა და თენგიზ ესართიამ, ადმინისტრაციასთან შესაძლო თანამშრომლობის აღიარების და თანამშრომლობაში ჩართულ სხვა პირებზე ინფორმაციის მიღების მიზნით აწამეს ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული გიორგი მილაშვილი, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს სხვადასხვა სახის ნაკვეთი ჭრილობები და თერმული დაზიანებები, რამაც ჯანმრთელობის დაზიანებასთან ერთად თავისი ინტენსივობით, ხასიათით და ხანგრძლივობით დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

სასამართლომ  ჩადენილი დანაშაულისთვის  თითოეულ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics