17:32 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 13:31:47, 893 ნახვა

სამართალი
გომელაურმა ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს" მასპინძლობს.

როგორც სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს ღონისძიება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, რადიაქტიული ნივთიერებების ამოღების 4 ფაქტი დაფიქსირდა. ჩემი ამერიკაში ვიზიტის დროს, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ბრიტანეთიდან ასევე ამერიკის შეერტებული შტატებიდან. ჩვენ რეგიონში არის აღნიშნული საკითხის საფრთხე, რადგან გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც არ კონტროლდება. იყო ასევე , სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანის და ბრუნვის ფაქტები, აქედან კი 4 ფაქტი აღვკვეთეთ", - განაცხადა გიმელაურმა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან 2 ივნისის ჩათვლით, თბილისში "ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი" დაიწყო. აღნიშნული ღონისძიება საქართველოში 2014 წელს გაიმართა. კონგრესის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება ქბრბ უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს უკავშირდება. ღონისძიებას საქართველოს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური მასპინძლობს და აშშ-ის მთავრობა მისი მხარდამჭერია.

მასში მსოლფიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე ისეთი საკითხები განიხილება, როგორებიცაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გაუვრცელებლობა, ბიოდაცულობა და ბიოუსაფრთხოება, ქიმიური უსაფრთხოების ასპექტები და ა.შ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics