11:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 13:10:49, 547 ნახვა

სამხედრო
გენერალი კოსტარაკოსი: ევროკავშირის სამხედრო კომიტეტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს მიესალმება

ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მიხაილ კოსტარაკოსი საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს მიესალმება, - ამის შესახებ გენერალმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს ვარშავის სამიტი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისადმი მხარდაჭერა დაუდასტურა.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. პრემიერის თქმით, მთავრობა, ნატო-ს ვარშავის სამიტზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებას და ნატოსთან თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაფართოებას ელოდება.

შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში - ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში ქართველი სამხედროების მონაწილეობა. გენერალმა კოსტარაკოსმა ქართული შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმი დადებითად შეაფასა.

საუბრისას ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასაც დაეთმო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღშფოთება გამოთქვა 19 მაისს სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე მიუთითებს.

ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის, საქმიანობის მნიშვნელობას. საუბარი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის როლსაც შეეხო.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელსაც თბილისი 24-25 მაისს მასპინძლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics