11:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 18:05:53, 565 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ამერიკელი გენერალი დან დესკინსი ესტუმრა

საქართველოში ვიზიტად აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5 დირექტორატის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი დან დესკინსი იმყოფება. დღეს ამერიკელი გენერალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე და ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში მიმდინარე მოვლენები და არსებული უსაფრთხოების გარემო იყო.

„დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ აშშ-საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სწავლებას. ამერიკელ გენერალს აინტერესებდა, თუ როგორ ვხედავთ მომავალში ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას. რა უნდა გაუმჯობესდეს, რა შეიძლება დავამატოთ ამ თანამშრომლობას, როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ის სწავლებები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც იგეგმება. ასევე ვისაუბრეთ ჩვენი შესაძლებლობების განვითარებაზე, რომ ხელი შევუწყოთ აშშ-ის ჯარების და ტექნიკის უფრო სწრაფ გადმოსროლას საქართველოში სწავლებების ჩატარების მიზნით“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics