14:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 10:57:16, 504 ნახვა

სამხედრო
„ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ გრძელდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლების ფარგლებში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები ერთმანეთს ფეხბურთში, სირბილში, მკლავჭიდში, ფრენბურთსა და სიმძიმის აწევაში შეეჯიბრნენ. 

ქართველი სამხედროების საგულშემატკივროდ ვაზიანში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მივიდა.

თინათინ ხიდაშელმა „ღირსეული პარტნიორი 2016“ ფარგლებში გამართული სპორტული შეჯიბრებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში მხოლოდ ტანკებიდან სროლა არ არის გათვალისწინებული. ასეთი სწავლებების ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სიახლოვე და ურთიერთობა იყოს სამხედრო მოსამსახურეებს შორის. ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები, როგორც ბრძოლის ველზე არიან ერთად, მაგალითად, იმავე ავღანეთში, ზუსტად ასევე არიან სწავლებაზე ერთად წარმოდგენილნი. ამ სწავლების ნაწილია სპორტული ღონისძიებები. ჩვენ ერთად ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ. გვქონდა შესაძლებლობა, გავჯიბრებოდით პარტნიორებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში. უმრავლეს შემთხვევაში გამარჯვებულებიც გამოვედით“,-აღნიშნა ხიდაშელმა.

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ფრენბურთში, მკლავჭიდსა და სიმძიმის აწევაში პირველი ადგილი დაიკავეს, სირბილსა და ფეხბურთში კი პირველობა ბრიტანელებს ერგოთ. აშშ-ის წარმომადგენლები შეჯიბრებებში მეორე-მესამე ადგილებს დასჯერდნენ.

სპორტული თამაშების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. შეჯიბრების ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

ცნობისთვის, ქართულ-ამერიკული სწავლება 11 მაისს გაიხსნა.

„ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში წელს მეორედ ტარდება, თუმცა წვრთნების მონაწილეებს შორის მსგავსი სპორტული შეჯიბრება პირველად მოეწყო.

სწავლება ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, თავდაცვა/შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics