16:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 20:12:48, 568 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი გერმანული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის გერმანიაში ვიზიტით ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. მრგვალი მაგიდა წამყვანი გერმანული გამოცემების ჟურნალისტებთან „ბერლინის პრესკლუბის“ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტები სტატიებს სხვადასხვა გაზეთებსა და ინტერნეტგამოცემებში აქვეყნებენ, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან საუბრისას ჟურნალისტები, ძირითადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობით და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესით დაინტერესდნენ. მათი კითხვები ასევე ეხებოდა საქართველოს მონაწილეობას ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში, სადაც ქართველი სამხედროები მისიას გერმანულ ქვედანაყოფთან ერთად ასრულებენ.

„ბერლინის პრესკლუბში“ შეხვედრამდე თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუ გერმანული გაზეთის “Frankfurter Allgemeine Zeitung“-ის ჟურნალისტმა ფრიდრიხ შმიდტთმა ჩაწერა.

გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პრესტურის ფარგლებში მიიღებენ. ჟურნალისტები ქვეყანას 1 მაისს ესტუმრებიან და 5 მაისამდე დარჩებიან. პრესტურის ორგანიზატორი ევროპელი ჟურნალისტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ბერლინის პრესკლუბის“ ფინანსური ხელმძღვანელი კონრად ფრაიტაგია. მასთან ერთად საქართველოს მედიის 15-მდე წარმომადგენელი ეწვევა, მათ შორის არიან Bild-ის ჟურნალისტი ერნსტ ელიტცი, პოპულარული ყოველთვიური პოლიტიკური ჟურნალის „ციცეროს“ მთავარი რედაქტორი ალექსანდერ მარგულერი, WDR-ის რადიო ჟურნალისტი ტომას ნილსი და Deutsche Welle-ს ჟურნალისტი ფოლკერ ვიტიგი.

პრესტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებსაც ესტუმრებიან და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო თემებზე კიდევ ერთხელ ესაუბრონ თავდაცვის მინისტრს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. თინათინ ხიდაშელი ბერლინში რიგით მე-5 ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს დაესწრო და გერმანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics