13:00 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 13:14:51, 790 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის ჟანდარმერიის გენერალურ ინსპექტორატს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის ფრგლებში რუმინეთის ჟანდარმერიის გენერალურ ინსპექტორატს, ბრიგადის გენერალ მარინ ანდრეინას და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, საქართველოს შს მინისტრსა და ქართულ დელეგაციას მასპინძლებმა რუმინეთის ჟანდარმერიის საქმიანობის სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და უწყების მიზნებსა და ფუნქციებზე დეტალურად ისაუბრეს.

შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებსა და რუმინეთის ჟანდარმერიის გენერალურ ინსპექტორატს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
უწყების ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა საპოლიციო სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

რუმინულმა მხარემ ქართველ კოლეგებთან ღრმა და მრავალმხრივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და ქართველი ოფიცრები 2016 წლის სექტემბერში ჟანდარმერიაში დაგეგმილ მაღალი დონის სწავლებაზე მიიწვია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს შს მინისტრმა რუმინეთის ჟანდარმერიის ინფრასტრუქტურა და შეიარაღება დაათვალიერა. სპეციალურად ქართული დელეგაციისთვის, გენერალურმა ინსპექტორატმა ჟანდარმერიის საჩვენებელი წვრთნები მოაწყო. სიმულაციური ჩვენება უწყების ძირითადი დანიშნულების დემონსტრირებას ემსახურებოდა.

გიორგი მღებრიშვილმა რუმინეთის ჟანდარმერიის სამახსოვრო წიგნში სპეციალური ჩანაწერი გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics