14:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 14:13:04, 795 ნახვა

სამართალი
სამებიდან დაკარგულ ძვირფას ნივთზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან ძვირფასი  ნივთი დაიკარგა. რის შესახებაც გამოძიება უკვე დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“  შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პოლიციაში ერთი კონკრეტული ნივთის დაკარგვასთან დაკავშირებით შევიდა შეტყობინება.

მათივე ინფორმაციით, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე  მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

„ერთი კონკრეტული ნივთი იყო დაკარგული. ამასთან დაკავშირებით იყო შეტყობინება შემოსული. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს“, - აღნიშნეს სამინისტროში.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ  სამების ტაძრიდან დიდი ოდენობის ძვირფასი ნივთები დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძარი და ძვირფასეულობის დაკარგვას შორის კავშირი არსებოს, რასთან დაკავშირებითაც რამდენიმე სასულიერო პირი უკვე დაიკითხა. კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან შსს-ში ამ ეტაპზე თავს იკავებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics