11:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 14:24:10, 688 ნახვა

სამართალი
ევა გოცირიძე: ანგარიში ბევრ არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძეს საბჭოს საქმიანობის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

როგორც გოცირიძე ამბობს,  ანგარიში ისეთი ფორმითაა შესრულებული,  რომ რჩება შთაბეჭდილება,  იგი  საბჭოს საქმიანობის მიმართ,  რაც შეიძლება მძიმე სურათის წარმოჩენას ისახავს მიზნად. გოცირიძის თქმით, ანგარიშში ბევრი  არაზუსტი ინფორმაციაა.

 "ყველაზე ცუდია, რომ არის სურვილი, რაც შეიძლება ცუდად და ნეგატიურად წარმოჩნდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. ამის მიზეზი რა არის, ძალიან კარგად ვიცით და თავს ნუ მოვიტყუებთ. ეს ახლა არ დაწყებულა ახლა", - განაცხადა ევა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდა იუტისტთა ასოციაციამ (საია) და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს.

როგორც მათ განმარტეს, მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ხარვეზები, კონკრეტულად კი ის, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის და გადაყვანის პროცესი არ იყო გამჭვირვალე.

არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობა ეჭვქვეშ დგება, ასევე საბჭოში არ იყო ისეთი პლურალისტური გარემო, როგორიც წინა საანგარიშო პერიოდში.

კვლევაში აღნიშნულია, ისიც რომ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურობით ხასიათდებოდა და არ იყო უზრუნველყოფილი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების პროცესის მინიმალური გამჭვირვალობა.

მონიტორინგის შედეგად დადებითადაა შეფასებული ერთი საკითხი, კერძოდ ის ფაქტი, რომ საბჭომ დღის წესრიგის წინასწარ გამოქვეყნება ყველა შემთხვევაში უზრუნველყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics