04:19 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 19:54:19, 572 ნახვა

სამხედრო
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გასამგზავრებელი საგამოძიებო ჯგუფისთვის ტრენინგი გაიმართა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გასამგზავრებელი საგამოძიებო ჯგუფისთვის ტრენინგი გაიმართა. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებული ორდღიანი სემინარი მიზნად ისახავდა საგამოძიებო ჯგუფის წევრებისთვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის კულტურული, სოციალური, ისტორიული და ყოფითი თავისებურებების გაცნობას. შესაბამისი ცოდნა მათ დედაქალაქ ბანგის მოსახლეობასთან მოლაპარაკებების საწარმოებლად დაეხმარება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ჯარების მორალურ-ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს წარმომადგენლებმა საგამოძიებო ჯგუფის წევრებს აფრიკელი მოსახლეობის ჟესტები და ურთიერთობის ეტიკეტი, ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები და საშუალებები გააცნეს. ტრენინგის განმავლობაში მათ ყურადღება გაამახვილეს დაკვირვების უნარების განვითარებაზე, ინფორმაციის შეგროვებასა და მოლაპარაკებების წარმართვაზე, ასევე ნეირო-ლინგვისტურ პროგრამაზე. თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები კი ჯგუფის წევრებს გენდერული ასპექტების შესახებ ესაუბრნენ. ტრენინგი სიმულაციური და როლური სავარჯიშოებით წარიმართა.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ჯგუფის შექმნისა და ადგილზე საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics