საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ინერგება. 

" />
04:18 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 14:34:54, 570 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ინერგება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ინერგება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ თავდაცვის უწყების, ასევე, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ მსხვილ კომპანიებს სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უპირატესობებზე ისაუბრა.

„ქაღალდის კომუნიკაცია თანამედროვე ეპოქაში უკვე შეუძლებელია. ელექტრონული სისტემების დანერგვა იწვევს შრომისუნარიანობის ეფექტიანობის გაზრდას. ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი პროექტი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემის დანერგვის კუთხით. შესაბამისად, გამოიწვევს სხვა პროდუქტების პროვოცირებას, რადგანაც უკვე შესაძლებელი იქნება შიდა ელექტრონულ სისტემაში საქმის წარმოების დაწყება. რა თქმა უნდა, პროგრამის ადაპტაციასა და უსაფრთხოების ეტაპების გავლას დრო სჭირდება, მაგრამ ეს პროცესი პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. დარწმუნებულები ვართ, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები პროგრამას სათანადოდ აითვისებენ და დავიწყებთ ახალ ერას, ელექტრონულად საიდუმლო საქმის წარმოების ერას“,- განაცხადა დავით ებრალიძემ.

უწყების ინფორმაციით, სპეციალური საიდუმლო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა „დოკუმენტუმი“ გამოცდილი და დანერგილია სხვადასხვა ევროპულ, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებში.

თავდაცვის სამინისტრომ პროექტზე მუშაობისას კონსულტაციები გაიარა ჯანდაცვის სამინისტროსთან. საიდუმლო ელექტრონული დოკუმენტების პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო „პაციენტთა ელექტრონული ისტორიებისთვის“ იყენებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში თავდაცვის უწყება „დოკუმენტუმს“ პირველ ეტაპზე სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ კი მთელ შეიარაღებულ ძალებში დანერგავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics