11:38 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-23 13:07:53, 458 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს

ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, რომელიც რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიერ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში მიწვევას შეეხებოდა, მთავრობის კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„ჩვენ, კვლავაც, მოთმინებით ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას. ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და ოპტიმიზმის შენარჩუნების საშუალება მოგვცა, მათ შორის, იმ შეხვედრებმა, რომელიც გაიმართა მილანის ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს, გასაუბრებას ვგულისხმობ, ერთი მხრივ ჩვენს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს და მეორე მხრივ - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს. რა თქმა უნდა, ასეთი ღონისძიებებიც, საპარლამენტო ფორმატიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან,"- აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics