|
2026-02-12 10:23:58, 423 ნახვა
პოლიტიკა
კლერ კაისერი - რეგიონში აშშ-ის ამ განახლებულ პოლიტიკურ ენერგიულობას აშკარად აკლია საქართველო, ოდესღაც ამერიკის ურყევი პარტნიორი
11 თებერვალს, თბილისის დროით გვიან საღამოს აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“ გაიმართა ექსპერტთა ბრიფინგი „ქართული ოცნების“ მიერ „განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობის“ შესახებ. ვაჭრობის საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის, McLarty Associates-ის უფროსი მმართველმა დირექტორმა კლერ კაისერმა თავდაპირველად ძალიან მოკლედ მიმოიხილა მიმდინარე საპროტესტო აქციები, აშშ-საქართველოს ურთიერთობები და თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2009 წლის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება და შემდეგ სანქციები „მნიშვნელოვანი საპასუხო პოლიტიკა“ იყო. „აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ეს ზომები უცვლელად შეინარჩუნა. ამავდროულად, ბევრისთვის მოულოდნელად, მან კავკასიის რეგიონს უპრეცედენტოდ დიდი ენერგია და ყურადღება მიაქცია, რამაც, სავარაუდოდ, ბევრი გააკვირვა“, - თქვა მან. „დღეს ვიცე-პრეზიდენტი [ჯეი დი ვენსი] ასრულებს ვიზიტებს ერევანსა და ბაქოში... ეს ვიზიტები აჩვენებს, თუ რა პრიორიტეტს ანიჭებს ადმინისტრაცია „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, ორივე ქვეყანასთან ურთიერთობების დონის ამაღლებასთან ერთად“, - თქვა მან. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივის განხორციელებასთან, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის და სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის უფრო ფართო კონტურებთან დაკავშირებით „ბევრი რამ არის გასარკვევი“, ცხადია, რომ „შეერთებული შტატები სტრატეგიულ არჩევანს აკეთებს და ამ კონკრეტულ მომენტში კავკასიაში ჩართულობას ზრდის“. „რეგიონში აშშ-ის ამ განახლებულ პოლიტიკურ ენერგიულობას აშკარად აკლია საქართველო, ოდესღაც ამერიკის ურყევი პარტნიორი კავკასიაში... საქართველოს მთავრობამ, ფაქტობრივად, თავი აარიდა რეგიონში მიმდინარე ღრმა და პოზიტიურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციას“, - განაცხადა დოქტორმა კაისერმა. ამ დროს კი, მისი თქმით, „სომხეთ-აზერბაიჯანის დაახლოება ახალ შესაძლებლობას ქმნის არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვის - კასპიისა და შავი ზღვის აუზებისთვის - და აშშ-ის უფრო ფართომასშტაბური ჩართულობისთვის“. მისი თქმით, მართალია, „აბსოლუტურად გამართლებულია“ სანქციების პოლიტიკა „სასჯელის თვალსაზრისით“, თუმცა „თუმცა სანქციების გარდა მექანიზმებს მსჯელობისას საჭიროა, იფიქრონ მიზანზე“:
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)