13:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 14:16:37, 288 ნახვა

პოლიტიკა
ილიაუნის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განათლების რეფორმას ეწინააღმდეგებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოებისთვის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები მიუღებელია. 

"3 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მე-3 მოსმენით დაამტკიცა უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა მეორე პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას.

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში აღნიშნული ცვლილებებით, როგორც პირველი (16.12.2025), ისე მეორე (4.02.2026) პაკეტით, საქართველოს მთავრობამ დაიკანონა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები მიუღებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან.

დაუშვებლად მიგვაჩნია განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე დაჩქარებული წესით გადაწყვეტა. მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ხელშეუხებლობას.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო;
  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო;
  • სამართლის სკოლის საბჭო;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭო;
  • ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო;". - წერია ილიაუნის უმაღლესი კოლეგიური ორგანოების განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics