17:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-04 13:14:14, 391 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთიდან საქართველოში მკვლელობაში ბრალდებულის ექსტრადაცია განხორციელდა

პროკურატურის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში დამამძიმებელ გარემოებებში თაზო მთივლიშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის ექსტრადიცია განხორციელდა.

პროკურატურის თანახმად, ექსტრადირებულ პირს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის მ ქვეპუნქტით.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში, ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს და ძალადობა განახორციელა მის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული და დანაშაულის ადგილზე მყოფი სხვა პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ საერთაშორისო ძებნის მიზნით სამართლებრივი პროცედურები მისი მიმალვიდან მალევე დაიწყო და ინტერპოლის წითელი ცირკულარის საფუძველზე 2025 წლის 4 მარტიდან იძებნებოდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინტენსიური საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გ.პ.-ს რუსეთიდან საქართველოში ექსტრადიცია 2026 წლის 2 თებერვალს განხორციელდა", - აცხადებს პროკურატურა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამართალდამცველებმა სამი პირი მალევე დააკავეს, ხოლო ერთ-ერთმა მიმალვა მოახერხა. სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ პირს 4 წლით და 3 თვით, ერთ პირს 5 წლით, ხოლო მიმალვაში მყოფ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მის მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics