17:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-04 00:08:50, 440 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტი 18 თებერვალს საქართველოზე ანგარიშს გამოაქვეყნებს

ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტი 18 თებერვალს საქართველოზე ანგარიშს გამოაქვეყნებს. ინფორმაცია ფორმულას გადაცემისთვის - "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან ერთად" გახდა ცნობილი. 

გადაცემას ქართული ოცნების იუსტიციის სამინისტროშიც დაუდასტურეს, რომ ანგარიში უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

2025 წლის 21-22 იანვარს ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის კომიტეტის (CPT) დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

განცხადების თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას შესაძლებლობა მიეცა შეეფასებინა 2024 წლის 29 ნოემბრიდან მიმდინარე დემონსტრაციებთან დაკავშირებით გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში (თბილისი) პატიმრობაში მყოფი პირების მოპყრობის პირობები. 

აგრეთვე, დელეგაციამ შეხვედრა გამართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (SIS) ხელმძღვანელობასთან, რათა განეხილათ დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების მიმართ პოლიციის არასათანადო მოპყრობის შესახებ შეტყობინებებისა და ბრალდებების გამოძიების პროგრესი.

ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დელეგაციამ წარადგინა წინასწარი დაკვირვებები, რომლებიც 2024 წლის 18-29 ნოემბრის პერიოდული ვიზიტისა და მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში იყო მიღებული. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის მოადგილე, ელენე ღუდუშაური.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics