16:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-03 21:47:51, 341 ნახვა

პოლიტიკა
მარკ რუტე: ევროპა იპოვის უკრაინისთვის იარაღის შესაძენად $15 მლრდ-ს - დარწმუნებული ვარ, ფული იქნება

ევროპა იპოვის უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 15 მილიარდ დოლარს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე პასუხისას, თუ როგორ შეიძლება 15.5 მილიარდი აშშ დოლარის შეგროვება PURL პროგრამის დაფინანსებისთვის, რომელიც აშშ-ში იარაღის შესყიდვისთვის გამოიყენება, რუტემ განაცხადა, რომ ეს სახსრები ნამდვილად იქნება უზრუნველყოფილი.

“სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ფული იქნება, ვინაიდან ყველამ ვიცით რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს…

ახლა მოკავშირეების ორი მესამედი მონაწილეობენ PURL პროგრამაში, მაგრამ ნამდვილად არის ფინანსური წონის გადანაწილების პრობლემა…

ახლა არიან ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ბევრს აკეთებენ, ბევრი რაღაცას აკეთებს, ხოლო მცირე ნაწილი არაფერს არ აკეთებს. მაგრამ ნამდვილად, საჭიროა დაფინანსების უკეთესი გადანაწილება, და ამაზე ვმუშაობთ,” - განაცხადა რუტემ.

მან აღნიშნა, რომ ცალკეული ერები, რომლებსაც საგრძნობი წვლილი შეაქვთ PURL პროგრამით შესყიდვებში არიან კანადელები, ნორვეგიელები, გერმანელები, შვედები და ბალტიის ქვეყნები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics