00:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 03:32:31, 525 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - პუბლიკა ON. ge და ტაბულა - ესტონური მედია გამხდარა

ეს გახლავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ესტონეთის ოფისი. ასევე, ნინო ლომჯარიას „ევროპული ორბიტის“ ესტონეთის ოფისი. იგივე მისამართზეა რეგისტრირებული „პუბლიკა“, „ტაბულა“, on.ge. ეს არის ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად. - თქვა პაპუაშვილმა ოცნების პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში გრანტების შესახებ კანონზე საუბრისას

"დღეს, სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილმაც ამხილა ისინი... ეს შენობა გახლავთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", ნინო ლომჯარიას "ევროპული ორბიტის", ე.წ. მედიის, სინამდვილეში პროპაგანდის ინსტრუმენტის, "პუბლიკის" და კიდევ რამდენიმე სხვა ასეთი ორგანიზაციის ესტონეთის ოფისი. ეს არის რასაც აკეთებს დღეს ესტონეთი საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ყალბი ორგანიზაციები ფუძნდება იქ... არის დოკუმენტები ამ ყველაფრის... აქ საინტერესო ის არის, რომ ესტონური პირადი ნომრები აქვთ მითითებული, არ ვიცი, რა სამართლებრივი სტატუსი აქვთ მოპოვებული ესტონეთში.

"პუბლიკა" გამოცემა - ესტონური მედია გამხდარა, ON. ge - ესტონური მედია გამხდარა, ტაბულა - ესტონური მედია გამხდარა. ერთი საინტერესო ადამიანიც არის აქ, ჩვენთვის მედიცინის მუშაკად წარმოდგენილი და BBC-ის საქართველოს წინააღმდეგ ცილისმწამებლური ფილმის მთავარი პერსონაჟი კონსტანტინე ჩახუნაშვილი და მისი მეუღლეც ესტონური NGO-ები არიან - ეს არის ევროკავშირის სქემები საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად" - თქვა პაპუაშვილმა 

 28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ოცნება რამდენიმე შეზღუდვას აწესებს, მათ შორის, მკაცრდება გრანტების შესახებ კანონი და რიგ შემთხვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც წესდება. ოცნებას შემოაქვს ტერმინების ახალი განმარტებებიც. ცნობილია, რომ გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics