22:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-29 17:37:51, 435 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირმა ირანს დემონსტრანტების სასტიკი დარბევის გამო ახალი სანქციები დაუწესა

ევროპელმა დიპლომატებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ, რომლებიც მიზანში იმ პირებსა და ორგანიზაციებს იღებენ, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ დარბევებსა და ქვეყნის მიერ რუსეთის მხარდაჭერაში მონაწილეობდნენ.

Deutsche Welle წერს, რომ ახალი სავიზო და ფინანსური სანქციები 30-მდე ირანელ პირს შეეხო. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ახალი სანქციების სამიზნეებს შორის არიან "მთავრობის წევრები, პროკურორები, პოლიციის დანაყოფების ხელმძღვანელები, რევოლუციური გვარდიის კორპუსის წევრები და ისინი, ვინც ინტერნეტის დაბლოკვაზე არიან პასუხისმგებელნი".

ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი აპირებს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC), რომელიც ხამენეის რეჟიმის საყრდენს წარმოადგენს, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს, მას შემდეგ, რაც ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები რეჟიმმა სასტიკად დაარბია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics