|
2026-01-13 14:20:10, 612 ნახვა
პოლიტიკა
აქტივისტი ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს, მშრალ შიმშილობას აანონსებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა აქტივისტმა ნანა სანდერმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ციხეში არასათანადო მოპყრობაზე და ასევე, ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა. მან მშრალი შიმშილობის დაწყებაც დააანონსა, იმ შემთხვევაში, თუ არ გაათავისუფლებენ. "შარშან 24 ნოემბერს ჩამოვედი გერმანიიდან ქართველი ხალხის ხმის დასაცავად. ამომრჩევლებს, ემიგრანტებს არ მიეცათ ხმის უფლება, არჩევნები გაყალბდა, რის შედეგადაც პარლამენტი და ხელისუფლება არის არალეგიტიმური. ჩამოვედი საქართველოში ხმის დასაცავად, 28-ში ვიცავდი საქართველოს ევროპულ მომავალს, ვიდექი ნოემბერ-დეკემბრის სისხლიან აქციებზე. პოლიციელებმა, ფორმიანებმა ჯგუფურად იძალადეს, წელში ჩამარტყეს. ჩემზეც გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რასაც ტელევიზორიდან ვისმენ, ზუსტად ეგ სიმპტომები მაქვს. მაქვს გულის პრობლემები, სახსრების პრობლემები, დ ვიტამინის ნაკლებობა მაქვს უკვე 4 თვეა და დ ვიტამინიც არ მიმიღია, რა მკურნალობაზეა საუბარი. უამრავი დაავადება მაქვს, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები... თუ არ გამათავისუფლებთ პატიმრობიდან, დღესვე ვიწყებ შიმშილობას, მშრალ შიმშილობას", - თქვა მან პროცესზე. ნანა სანდერს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. თავდაპირველად მას მხოლოდ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდნენ - სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 13 ნოემბერს კი მას ბრალი დაუმატეს და ასევე ედავებიან ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდებას - სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც 3-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)