22:12 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 23:22:56, 11085 ნახვა

სამართალი
ჯაფარიძეს 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა

მოსამართლე თეონა ეკიტაშვილმა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს არასაპატიმრო, 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ოპოზიციონერს აღნიშნული თანხის გადასახდელად 30-დღიანი ვადა განესაზღვრა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯაფარიძეს პროკურორის ნებართვის გარეშე აეკრძალა საზღვრის კვეთა.

ცნობისთვის, ჯაფარიძემ რამდენიმე საათის წინ დაწერა, რომ საბოტაჟის საქმეზე მას სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს.

6 ნოემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ პროდასავლური ოპოზიციის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.

ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დაწესებულება 19 დეკემბერს, 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.

იგი "ოცნებამ" ციხეში წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო ჩასვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics