2025-12-16 12:37:57, 6898 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ტრამპს სარჩელი შეაქვს BBC-ის წინააღმდეგ, ჩვენც იგივე გზას მივმართავთ
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კვლავ ისაუბრა BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტზე.
"პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ 10 მილიარდიანი სარჩელი შეაქვს BBC-ის წინააღმდეგ - იცით, რომ ჩვენც ვმუშაობთ ამ სარჩელზე, იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან დაკავშირებით და ჩვენც იგივე გზას მივმართავთ.
იცით, რომ არის შესაძლებლობა მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების და ყველა სამართლებრივ მექანიზმს, იმისთვის, რომ ვამხილოთ BBC-ის ფალსიფიკაცია ჩვენ გამოვიყენებთ.
ეს უკვე დასტურდება ამ გარემოებებით და მათ შორის, ტრამპის საქმეც ზუსტად ამის დასტურია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა BBC", - თქვა მან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,