00:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-10 10:59:18, 834 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - პრობლემებზე, რაზეც ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს უკვე ამერიკაც საუბრობს

ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა - იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს, უკვე ამერიკაც საუბრობს - ასე ეხმაურება ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცემა POLITICO-სთან მიცემულ ინტერვიუს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირი ვეღარ შეძლებს ამ პროცესების იგნორირებას და არსებული მიდგომების გადახედვა მოუწევს.

„მნიშვნელოვანია, რომ იმ პრობლემებზე, რომლებზეც ჩვენ ბრიუსელს დიდი ხანია ვუთითებთ, დღეს, უკვე ევროკავშირის მთავარი პარტნიორი და უსაფრთხოების ძირითადი გარანტორი, ამერიკაც საუბრობს. ეს აღარ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილება, ეს უკვე დასავლეთის შიგნიდან გაჟღერებული განგაშის ზარია, რომელიც ევროპას აფხიზლებს, მოაგვაროს თავსდამტყდარი და სულ უფრო მზარდი, სისტემური და ღრმა პოლიტიკური კრიზისი.

ევროკავშირის ლიდერების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულის პირას მიიყვანა. იქ, სადაც იკარგება ეკონომიკური სტაბილურობა, ნადგურდება კულტურული იდენტობა და ეჭვქვეშ დგება ევროპული იდეის ღირებულებითი საფუძველი.

ევროკავშირი ვეღარ შეძლებს ამ პროცესების იგნორირებას. აუცილებელია მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არსებული მიდგომების გადახედვა“,- წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics