|
2025-11-27 11:53:11, 1733 ნახვა
საზოგადოება
თბილისში არსებული კორპუსების შესახებ ინფორმაცია საჯარო იქნება, მყიდველს შეუძლია შეაფასოს მშენებლობის ხარისხი
დღეიდან თბილისის ინტერაქტიულ რუკაზე განთავსდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების, ასევე, მშენებარე ობიექტის შეჩერების შესახებ ინფორმაცია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული სამშენებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს მოქალაქეების უფლებების დაცვას, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, ვიდრე შენაძენს გააკეთებენ და ფინანსურად არ დაზარალდნენ. „უმნიშვნელოვანესია, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების საკუთრების უფლება, კეთილსინდისიერი მყიდველები და მათი უფლებები, რომლებიც უძრავი ქონების შენაძენს აკეთებენ მშენებარე თუ ახალაშენებულ ობიექტებში. ინიციატივის მიხედვით, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, საკადასტრო მონაცემებით, ელექტრონულად, ინტერაქტიულ რუკაზე გადაამოწმონ ინფორმაცია ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში უკვე მიღებული ობიექტების შესახებ, ასევე, ინსპექციის მიერ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობის გაზრდას, თუმცა ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერიას არაერთი ქმედითი ნაბიჯი აქვს უკვე გადადგმული. „წლების წინ არსებობდა სამშენებლო კომპანიების მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა, რომლის გადასაჭრელად არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით. დაუმთავრებელი მშენებლობების პროგრამის ფარგლებში, ათასობით დაზარალებული მოქალაქე დავაკმაყოფილეთ. მშენებლობის მაღალი ხარისხის მისაღწევად და დარღვევების პრევენციისთვის, ასევე, გავამკაცრეთ სამშენებლო კონტროლი და ობიექტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით მივიღეთ შესაბამისი ზომები. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად გაზრდილია სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაზე მომართვიანობა და შესაბამისად მიღების მაჩვენებელიც. აღნიშნული ინივიატივაც იქნება ერთგვარი მექანიზმი, რომ გაიზარდოს სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება მომავალი მესაკუთრეების წინაშე, მშენებლობის პროცესში სრულყოფილად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და დაიცვან სანებართვო პირობები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)