|
2025-11-20 12:34:31, 802 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის საგარეო მინისტრი - ჩვენი გზავილია ქართველი ხალხისთვის- ვაფასებთ მათ ერთგულებას თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ ბარო აცხადებს, რომ საფრანგეთის შეხედულებები პირადად გამოხატა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე "პირდაპირ მათთან, ვისაც ეხება" - ამის შესახებ ფრანგმა პირველმა დიპლომატმა "ევროსკოპის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. " ჩვენი გზავილია ქართველი ხალხისთვის- ვაფასებთ მათ ერთგულებას თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. რაც შეხება ხელისუფლებას, პირადად მე მქონდა რამდენიმე შემთხვევა გამომეხატა ჩვენი შეხედლებები პირდაპირ მათთან, ვისაც ეხება." - აცხადებს ჟან ნოელ ბარო. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება. საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ასევე, ახლო აღმოსავლეთში, საჰელის რეგიონსა და სუდანში განვითარებულ უახლეს მოვლენებს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)