11:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-28 14:04:57, 503 ნახვა

პოლიტიკა
მოსამართლემ ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

სასამართლო სხდომაზე ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს, თუმცა მოსამართლემ ის კვლავ პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურა მას ბრალად სდებს უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

13 სექტემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. ის ფორმულას ეზოში აიყვანეს.

ლევან ხაბეიშვილთან ერთად, სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს მურთაზ ზოდელავაც, რომელიც დაკავებამდე ამბობდა, რომ ლევან ხაბეიშვილს და მას ტელეფონები წაართვეს. 

მურთაზ ზოდელავას ამ საქმეზე 25 000 ლარი გირაო შეუფარდეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics