2025-10-20 09:54:05, 704 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხს განიხილავს
დღეს , ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის დემოკრატიულ უკუსვლასა და 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე.
საბჭოზე განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც.
შეხვედრა საქართველოს დროით 11:15 საათზე დაიწყება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,