|
2025-10-17 22:28:21, 687 ნახვა
პოლიტიკა
რეჟიმის კანონით, აქციაზე განმეორებით გზის გადაკეტვა არასრულწლოვნებისთვის 1-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს
თავისუფლების შემზღუდავი, აქციების კანონპროექტი, რომელიც ივანიშვილის პარლამენტმა 17 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიიღო, პარლამენტის ვებგვერდზე საბოლოო რედაქტირებული ვარიანტის სახით გამოქვეყნდა. აღნიშნულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციაზე განმეორებით სახის დაფარვა ან გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება. ოცნების კანონპროექტის თანახმად, ამ წესის დარღვევისთვის 1 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული როგორც ზრდასრულების, ისე არასრულწლოვნებისთვის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ "სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ჩადენილი არასრულწლოვნის მიერ" დაისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენის დროს, ივანიშვილის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ თავდაპირველად თქვა, რომ "პირველი პუნქტი, რომელიც გულისხმობს და თავიდან აყალიბებს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლს, გვთავაზობს, რომ 347-ე მუხლს დაემატოს მესამე ნაწილი, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის მიერ ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე". ამის შემდეგ, კომიტეტის მე-3 მოსმენაზე გორდულაძის თქმით, "სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის კომპეტენტურ სამსახურებთან კონსულტაციების საფუძველზე, აღნიშნული ჩანაწერის გაკეთების საჭიროებაცმიზანშეწონილი აღარ გახდა". რეჟიმმა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი, აქციების კანონი მიიღო ამავე დღეს მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო.
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)