05:05 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-15 22:23:09, 655 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძესთან შეხვედრა ფინურმა მხარემ გააუქმა და არა ივანისვილის წარმომადგენლებმა

 გავლენიანი ფინური გაზეთი, Helsingin Sanomat იუწყება, რომ სატალეფონო ინტერვიუ ჩაწერეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე.

გაზეთის თანახმად, ვალტონენმა განაცხადა, რომ კობახიძესთან შეხვედრა მათ გააუქმეს და არა ქართულმა მხარემ და ამის შესახებ თბილისს წუხელვე აცნობეს. 

ვალტონენი, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეობის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მართავს ტურნეს, აცხადებს, რომ მის განრიგში ცვლილებები შევიდა. ამჟამად ის აზერბაიჯანში იმყოფება და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ხვდება.

ის ასევე უარყოფს, რომ თბილისში მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში და რომ გაავრცელა დეზინფორმაცია.

"მე მივედი [რუსთაველზე] რათა მენახა ის პროტესტი, რომელიც საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში მიმდიანრეობს. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ", - აცხადებს ფინელი მინისტრი.

კითხვაზე, რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე, ეუთოს თავმჯდომარემ განაცხადა:

"საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია რა რეაქცია ექნება. სამწუხაროდ ჩემი რეაქცია იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმება, იმისათვის, რომ აზერბაიჯანში გავმგზავრებულიყავი", - აცხადებს ვალტონენი ფინური გაზეთის მიხედვით.

ნეტგაზეთი ცდილობს ეუთოს და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენატრების მოპოვებას მომხდართან დაკავშირებით.

დილით საქართველოს მთავრობის ფეისბუკზე განთავსდა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძემ ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა ამ უკანასკნელის მიერ "უკანონო აქციაზე" მისვლისა და ცრუ ინფორმაციის განცხადებების გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics