2025-10-15 17:47:16, 836 ნახვა
პოლიტიკა
ერთპპარტიულმა პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად ლევან ნემსაძე და მიხეილ ჯინჯოლია აირჩია
ივანიშვილის მიერ კონტროლირებადმა ერთპარტიულმა პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, ლევან ნემსაძე და მიხეილ ჯინჯოლია 82 ხმით, ერთხმად აირჩია.
ვინაიდან ლევან ნემსაძე არ არის მოქმედი მოსამართლე, კანონმდებლობის შესაბამისად, მან პარლამენტში საზეიმოდ დადო ფიცი.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარმოდგენილ კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,