04:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-02 18:36:17, 882 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე მომიტინგეებს - არ გაბედონ ძალადობა და კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ

არ გაბედონ ძალადობა და კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების"  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დანიაში განუცხადა.

მისივე თქმით, ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, რაც უზრუნველყოფილი იქნება 4 ოქტომბერსაც, თუმცა თუ ვინმე დაარღვევს კანონს, მაშინვე მიიღებს მკაცრ პასუხს კანონის შესაბამისად.

„ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, ყველას შეუძლია, შეიკრიბოს მშვიდობიანად, გამოხატოს საკუთარი აზრი, ეს იქნება უზრუნველყოფილი 4 ოქტომბერსაც. ამავდროულად, მინდა, გავაფრთხილო ყველა, რომ არ დაარღვიონ კანონი. როგორც კი დაარღვევენ კანონს, მაშინვე მიიღებენ მკაცრ კანონისმიერ პასუხს. მე მინდა, შევახსენო ყველას - ვინც იყო ჩართული ძალადობაში, 30-ზე მეტი ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული, სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი, 2 წლიდან იწყება, არის 4-4.5 წელიც. ამიტომ ყველას მინდა შევახსენო, რომ თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, მიიღებენ ძალიან მკაცრ პასუხს კანონის მიხედვით. შესაბამისად, მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, რომ არ გაბედონ ძალადობა და კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ,"- განაცხადა ოცნების პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics