04:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-02 15:00:33, 632 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის საგარეოში საქართველოს წარმომადგენელი დაიბარეს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.

“ჩვენ მას გადავეცით მკაფიო გზავნილი: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა არის მიუღებელი და უნდა შეჩერდეს”, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე თბილისში, საგარეო უწყებაში დაიბარეს პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი. “ქართული ოცნება” გერმანიის ელჩს და სხვა ევროპელ დიპლომატებს დიდი ხანია ვენის კონვენციის დარღვევაში, შიდა საქმეებში ჩარევასა და “რადიკალების მხარდაჭერაში” ადანაშაულებს. “რადიკალებს” ხელისუფლება უწოდებს ოპოზიციურ ჯგუფებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ მიერ არაკონტროლირებად მედიას.

ელჩის დაბარება დიპლომატიური ზომაა მისი ქვეყნის ნაბიჯების მიმართ პროტესტის დასაფიქსირებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics