06:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-29 15:19:37, 846 ნახვა

პოლიტიკა
ცისკარიშვილი - ეს არის ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება და მოსამართლეები უბრალოდ კითხულობენ გადაწყვეტილებას

“ამ პროცესს არ აქვს არანაირი კავშირი სამართალთან და კონკრეტულად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან, ეს არის ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება და მოსამართლეები უბრალოდ კითხულობენ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ საქართველოს ისტორია გაამართლებს მიხეილ სააკაშვილსაც და თემურ ჯანაშიასაც.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა

ამ პროცესს გასაგებია, რომ სასამართლოსთან და კონკრეტულად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან

არანაირი საერთო არ აქვს, ყველაფერი წინასწარ არის დაწერილი”ოცნების” პოლიტიკურ კაბინეტებში და ის მოსამართლეები, რომლებიც კითხულობენ და აჟღერებენ და არიან მათი პოლიტიკური ჭანჭიკები, მათი პოლიტიკური პარტიის წევრები და ასეთი მართლმსაჯულება გვაქვს ჩვენ საქართველოში სამწუხაროდ. სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორია მას გაამართლებს.

აქ ჩვენ არ გვაქვს საქმე სასამართლო გადაწყვეტილებასთან, საქმე გვაქვს ივანიშვილის დავალებების შესრულებასთან, არანაირი კავშირი ამ საქმეს სამართალთან არ აქვს, მაგრამ ამას ქართველი ხალხი აუცილებლად გასცემს პასუხს და საქართველოს ისტორია თემურ ჯანაშიასაც და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს ისტორია გაამართლებს.

ეს თანხები რაშიც დაიხარჯა, 2013 წლიდან მოყოლებული ზუსტად ანალოგიურად ხარჯავდა “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებიც, სხვადასხვა თანამდებობის პირები

, ისევე როგორც სახელმწიფო დაცვის სამსახური, რისი გასაჯაროებაც რატომღაც არ სურს “ოცნების” რეჟიმს და ყოველ ჯერზე ეს დოკუმენტები დარჩა და ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის განკარგვის უფლებამოსილებაც და პასუხისმგებლობაც ეკისრება სახელმწიფო უმაღლეს პირებს.”- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics