15:40 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-22 16:30:17, 916 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული რევოლუციების შემდეგ ორი ომი გადაიტანა უკრაინამ, ამას ჩვენ არ დავუშვებთ

უცხოური აგენტურის მიერ რევოლუცია ვერ მოხდება საქართველოში, ამას ჩვენ არ დავუშვებთ, ამისათვის გვაქვს ყველანაირი რესურსი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების"პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პროტესტს აფინანსებენ უცხოური სპეცსამსახურები და ყველას კარგად ახსოვს, თუ რა ბედი ეწია უკრაინას უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული „მაიდნის" შემდეგ, რასაც საქართველოში ხელისუფლება არ დაუშვებს.

„ეს ყველაფერი არის დაფინანსებული უცხოური სპეცსამსახურების მიერ, როგორც ეს მოხდა „მაიდნის" შემთხვევაში. გახსოვთ, სპეცსამსახურები აფინანსებდნენ „მაიდანს" და შემდეგ ისიც გახსოვთ, თუ როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი უკრაინისთვის - დღეს, უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული და ორი ომი გადაიტანა, სწორედ, უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული რევოლუციების შემდეგ უკრაინამ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ სცენარის განხორციელებას, ამის არავითარი რესურსი არ არსებობს საქართველოში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვამხილოთ ყველა ასეთი დაფინანსებისა და გარე ჩარევის ფაქტი,"- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics