02:52 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-08 15:11:58, 911 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილს თხოვენ ვაცლავ ჰაველის საფლავზე მიტანილი თაიგულის ხარჯის ანაზღაურებას

საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ წამოწყებულ სამოქალაქო დავაზე პირველი სხდომა ჩატარდა.

დავის საგანია ე.წ. პიჯაკების საქმე- სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ფინანსთა სამინსიტროს „ივანიშვილის სალაროს“ უწოდებს და ამბობს, რომ მათი განზრახვაა ისეთი წვრილმანი ხარჯების ანაზღაურებას, როგორიცაა საფლავზე მიტანილი თაიგული, მაღალი რანგის სტუმრების გამასპინძლებიას ხარჯები და ა.შ. 

ფინანსთა სამინისტრო, ბიძინა ივანიშვილის სალარო ითხოვს პიჯაკების ხარჯის ანაზღაურებას სახელმწიფოს სასარგებლოდ, არ ვხუმრობ, მართლაც ასეა. თემურ ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ითხოვენ ვაცლავ ჰაველის საფლავზე მიტანილი თაიგულის ხარჯის ანაზღაურებას, სენატორ მაკკეინის და დონალდ ტრამპის გამასპინძლების ხარჯის ანაზღაურებას, ჰილარი კლინტონის რედბულის ხარჯის და ა.შ., - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ჰაველი 2011 წლის 18 დეკემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 3 დღე ჩეხეთსა და სლოვაკეთში გლოვა იყო გამოცხადებული. ჩეხეთის პრეზიდენტის დაკრძალვას 2011 წლის 23 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ესწრებოდნენ. ცერემონიას საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც  დაესწრო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics