16:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-05 17:30:54, 870 ნახვა

პოლიტიკა
საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა საჩივარი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის „ფარას“ წინააღმდეგ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა საჩივარი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის „ფარას“ წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა საჩივარი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის „ფარას“ წინააღმდეგ 17:11, 05.09.2025 სტრასბურგის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა საჩივარი „ქართული ოცნების“ მიერ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის ივანიშვილის „ფარას“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, „საჩივარი შეეხება როგორც რეპრესიულ კანონმდებლობას, ასევე ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს, კერძოდ, ზოგიერთი მოსარჩელის მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან დაწყებულ მოკვლევას“. „ჩვენ ვდავობთ, რომ ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა და ჩვენი საქმიანობის შეჩერება, რომ ვეღარ შევძლოთ ადამიანების დახმარება. ეს კანონები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა უფლებებს. სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“, „პუბლიკამ“, „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“ და „სამოქალაქო მოძრაობამ თავისუფლებისათვის“ ერთობლივად მიმართეს“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics