21:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-18 17:04:42, 1088 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა- ზელენსკის მხარს უჭერს თავისუფალი სამყარო, რომელიც უკრაინასთან ერთად არ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას

„დღევანდელი შეხვედრა აჩვენებს, რომ ზელენსკი მარტო არ არის, მას მხარს უჭერს თავისუფალი სამყარო, რომელიც უკრაინასთან ერთად არ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას. უკრაინის გამარჯვებით ჩვენც გავიმარჯვებთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

„ჩემი აზრით, დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვაჩვენოთ, რომ ზელენსკი, უკრაინა და უკრაინელი ხალხი მარტო არ არიან. ზელენსკისთან შეხვედრას ესწრებიან ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შტრომერი და ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ უკრაინელი ხალხი მარტო არ არის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რომ თავისუფალი სამყარო მხარს უჭერს მათ. სწორედ ამიტომ, ისინი, უკრაინელ ხალხთან ერთად, არ დაუშვებენ რუსეთის გამარჯვებას, თავისუფლების წარუმატებლობას და უკრაინის წარუმატებლობას, როგორც ამას ივანიშვილი ელის და სურს. უკრაინის გამარჯვებით ჩვენც, ქართველი ხალხი, რომელიც იმავე ღირებულებებისთვის ვიბრძვით, რისთვისაც უკრაინელი ხალხი იბრძვის, გავიმარჯვებთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics