|
2025-08-16 12:43:34, 1792 ნახვა
პოლიტიკა
სამოქალაქო საზოგადოება არასამთავრობოებს - - არ მიიღოთ უცხო ინტერესების გამტარებლის ყალბი იარლიყები
ჩვენ, ხელმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ანტიკორუფციული ბიურო ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს,- ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების 34 წარმომადგენლის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „პირველ რიგში, ვაფიქსირებთ პატივისცემას პრინციპული პოზიციისადმი, არ მიიღოთ „უცხო ინტერესების გამტარებლის“ ყალბი და შეურაცხმყოფელი იარლიყები. თქვენ ხართ დამოუკიდებელი ქართული ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ საკუთარ წესდებების მიხედვით და ემსახურებით მხოლოდ ქართველ ხალხს. თქვენი მისია - ქალების, ბავშვების, მშრომელთა, შშმ პირთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა - დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა არა მხოლოდ თქვენს ორგანიზაციებზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს. ვიზიარებთ თქვენს პოზიციას, რომ საერთაშორისო სტანდარტებისა და აშშ-ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA)-ს თანახმად, თქვენი ორგანიზაციები არ ექვემდებარებიან მსგავს რეესტრში რეგისტრაციას. ვაფასებთ თქვენს სიმამაცეს და შეუპოვრობას, რომლითაც აგრძელებთ საქმიანობას უსამართლო თავდასხმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მუქარის პირობებში. თქვენი შრომა აუცილებელია საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად. თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა“,- ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების ხეოლმომწერი ორგანიზაციები არიან: „ევროპის ფონდი სამოქალაქო იდეა“- Europe Foundation; „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“- Civic Movement for Freedom; „ყვარლის ევროკლუბი“- EuroClub Kvareli; „სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი“; „საქართველოს ევროპული ორბიტა“-Georgia's European Orbit; „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“-Economic Policy Research Center ‒ EPRC; „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“- Civil Solidarity Fund; „სასამართლოს გუშაგი“ -GeorgianPrevention For Progress; „პრევენცია პროგრესისთვის“-Prevention For Progress; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“- (DRI); „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“- (EGI); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია- Georgian Young Lawyers’ Associatio“; „მწვანე ალტერნატივა“- Green Alternative; „უფლებები საქართველო“- Rights Georgia; „ინფორმაციის თავისფლების განვითარების ინსტიტუტი“ –IDFI; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ – GDI; „თბილისი პრაიდი“; „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი’ Tolerance and Diversity Institute (TDI); „საქართველოს მომავლის აკადემია“ Georgia’s Future Academy; „მედიაომბუდსმენი“ Mediaombudsman; „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“- Georgian Charter of Journalistic Ethics; „ბათუმელები“- Batumelebi.ge; „ნეტგაზეტი“- netgazeti.ge; „პროაქტივ ჯგუფი საქართველო“; „მედია კლუბი“ Media club; „სტუდია რე“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“-HRC; „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“; EECMD – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“; „კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი“ International Center on Conflict and Negotiation; „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“; „სამოქალაქო იდეა“- Civic Idea; „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ - Women's Initiative Supporting Group.
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)